პროექტის სახელი: დაბადების დღე
პროექტის მოკლე აღწერა : მოსწავლეები იკვლევენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ან/და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციებს, ამ ტრადიციების წარმოშობის ისტორიას, განსაკუთრებულ დაბადების დღეების ტრადიციებს (”ოქროს დაბადების დღე”, ორმოცი წლისა და ერთი წლის იუბილის დაბადების დღეების არაღნიშვნა და სხვა); რიტუალებს, რომლებსა ასრულებენ დაბადების დღეებში და ამ რიტუალების ისტორია. იკვლევენ და სწავლობენ დაბადების დღის მისალოც სიმღერებს; მათი დაბადების დღეს დაბადებული ცნობილ მოღვაწეებს, მათ მოკლე ბიოგრაფიასა და როლს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში. აკეთბენ დაბადების დღეების მისალოცი სიმღერების ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, განათავსებენ მათ ინტერნეტში. იღებენ და აგროვებენ რეალური დაბადების დღეების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას და აკეთბენ კვლევას და შემდგომში კომენტარებს მათში ასახულ ცერემონიებზე. თავად ამზადებენ დაბადების დღის მისალოც ბარათებს, განათავსებენ ამ ბარათებს ვებ-ალბომებში, უგზავნიან ორიგინალს ადრესატს.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:6-10, 11-14, 15-17
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციისა და რიტუალების შესახებ,მათი წარმოშობის ისტორიას, მათთან დაკავშირებულ ლეგენდებს და ა.შ. ; სწავლობენ სხვადასხვა კუთხეების დაბადების დღეებისადმი მიძღვნილ სიმღებესა და ლექსებს,ატვირთავენ ჩანაწერებს ინტერნეტში ; მოსწავლეები წერენ ესეებს დაბადების დღეზე და აწყობენ პრეზენტაციას კლასში; თავად ქმნიან დაბადების დღის მისალოც ბარათებს, აწყობენ ნახატების გამოფენას.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ინტერნეტშჳ განთავსდება დაბადების დღის სიმღერების ჩანაწერები, ვიდეო მასალა დაბადების დღის აღნიშვნის რიტუალის შესახებ; სკოლაში მოეწყობა დაბადების დღის მისალოცი ბარათების გამოფენა, კონკურსი საუკეთესო დაბადების დღის სადღეგრძელოზე :) მომზადდება პრეზენტაციები დაბდადების დღის აღნიშვნის სხვადახვა ცერემონიების შესახებ; დაიწერება ესსები თემაზე: ”ჩემი საუკეთეოს ან ყველაზე უარესი დაბადების დღე”, ” ადამიანები,ვისთან ერთადაც მე ავღნიშნავ დაბადების დღეს”,”რა მინდა მაჩუქონ დაბადების დღეზე”,და ა.შ.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიუმჯობესებნ ლიტერატურული წერის უნარებს, გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოსა და მსოფლიოს ხვადასხვა კუთხეებისა და ქვეყნების ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ, უკეთ აითვისებენ საინფრმაციო ტექნოლოგიებს.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ინგა პაიჭაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ngo.siqa@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://birthdaygeo.blogspot.com/ ; https://media.iearn.org
Tuesday, November 18, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)